,,ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პარტიის თავმჯდომარე ჩაჯდეს ციხეში“, _ ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ
ასევე მან აღნიშნა, რომ თავად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება.
“როდესაც რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყვეალფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პარტიის თავმჯდომარე ჩაჯდეს ციხეში, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, იმიტომ, რომ მერე გმირი გამოიყვანონ მისგან, აქამდე ვერაფერი რომ ვერ გააკეთეს და ხალხი რომ ვერ ააღელვეს ვერაფრით, ამით ცდილობენ ახლა, ბოლო მცდელობაა მათი, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ”, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის”, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის სახით მის პატიმრობას ითხოვს.