გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის თითოეული საარჩევნო უბნიდან პირდაპირ ტრანსლირებას, საარჩევნო უბნების გარეთ კი, დრონების მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბეჟაშვილი გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მიზეზით ხსნის.
„გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი სერიოზულ დავალებებს გასცემს ადმინისტრაციული რესურსის გაყალბების თვალსაზრისით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ავალებენ როგორც მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხელეებს,რომ ბიულეტენების შემოხაზვის დროს კაბინიდან გამოსვლისას მოახდინონ კომისიის წევრებისთვის ბიულეტენის ჩვენება, რაც ბუნებრივია, არის კანონდარღვევა“, _ თქვა ბეჟაშვილმა.