Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში მსოფლიო ბირჟაზე ოქრო 63.81%-ით, ვერცხლი კი 141.34%-ით გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, პირველი ვაჭრობების შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 332 დოლარია განისაზღვრული.
ამასთან, Gold Price-ის თანახმად, ერთი დღის ჭრილში, ოქრო 0.16%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 2.67%-ითაა გაძვირებული.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 387 ლარის ფარგლებში მერყეობს.



































































