ოქროს გლობუსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
როგორც BBC წერს, საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული “ძაღლის ძალა” გახდა, მისი ავტორი, ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი კი საუკეთესო რეჟისორი გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო კაც მსახიობად დრამატულ ფილმში უილ სმიტი დასახლდა („მეფე რიჩარდი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ნიკოლ კიდმანი („რიკარდოს როლში“). საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ აღიარეს. საუკეთესო დრამატული სერიალი „მემკვიდრეები“ გახდა.
ინფორმაციისთვის, დაჯილდოების 79-ე ცერემონია ნომინანტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.