https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ოქროს“ ნაძვის ხე, „საბრძოლო ყუმბარები“ და ახალი წელი

15:49; 4.01.2025
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილის მთავარი თემა რასაკვირველია ახალი წელი იქნება და მკითხველებთან ერთად მსოფლიო მოგზაურობაში გავეშურებით.

თავდაპირველად „ამომავალი მზის“ ქვეყანას მივაშუროთ. ერთი კვირის წინ იაპონელმა იუველირებმა შექმნეს ნაძვის ხე სუფთა ოქროსაგან, რომელიც 24 კილოგრამს იწონის და 1.5 მილიონი დოლარი ღირს. ეს სააახალწლო სასწაული შემკულია 240 ძვირფასი ქვით, მათ შორის ბრილიანტებით და მარგალიტის “წვიმებით“.

მრავალი ჩვენებური ამ დუნიაზე აქტიურად მოგზაურობს. თუ ჯიბეში ფულის სიმცირეს არ უჩივით, ჩაფრინდით იაპონიაში, მიაშურეთ კუნძულ ჰონსიუს და დაბინავდით ქალაქ ოსაკაში. შემდეგ აიღეთ საჭირო თანხა და განზა ტანაკას ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეიარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საშობაოდ ეს საჩუქარი თქვენი ახლობლებისათვის ნამდვილად რომ შესანიშნავი სიურპრიზი იქნება.

ახალი წლისთვის შესაფერისად მოემზადდნენ ბრაზილიაშიც. იაპონელებისაგან განსხვავებით პელეს თანამემამულეები  განსაკუთრებული ეკონომიკური მიღწევებით არ გამოირჩევიან. ამიტომ  იქაურებმა საახალწლოდ მსოფლიოს გაკვირვება სხვა გზით სცადეს. სან-პაულოელმა კონდიტერებმა შოკოლადის ნაძვისხე დაამზადეს, რომელიც 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლით ხუთი მეტრია. ტოტებზე საჩუქრების ნაცვლად 3 ათასამდე კანფეტი მოათავსეს, ნიგვზისა და კარამელის შიგთავსით.

ეს ნაძვისხე მხოლოდ და მხოლოდ 6680 დოლარი ღირს, ოღონდ მას ვერ შეიძენთ, რადგან სამწუხაროდ არ იყიდება. 31 დეკემბერს სხვა ტკბილეულთან ერთად ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადააგზავნეს. საჩუქრის ადგილზე მისატანად გამოიყენეს სპეციალური სატვირთო-სამაცივრო დანადგარი. სხვაგვარად ლათინური ამერიკის ცხელ კლიმატში შოკოლადი გზაში დადნებოდა.

ნაძვისხის სახლში დადგმა სასიამოვნო ტრადიციაა და არა რელიგიური რიტუალი. მას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა იმ დროს როდესაც წინაისტორიული პერიოდის ადამიანები მარადმწვანე ხეებს ეთაყვანებოდნენ. ინგლისში ეს წესი მას შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტ საქს-კობურგ-გოტა დედოფალ ვიქტორიაზე დაქორწინდა. სწორედ რომ პრინცმა ალბერტმა მორთო პირველი ნაძვისხე უინძორების სასახლეში 1814 წელს. აშშ-შიც ეს ტრადიცია გერმანელებმა შეიტანეს, როდესაც 1776 წელს ამერიკის რევოლუციის დროს პირველი ნაძვის ხე ჰესენელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს.

ნაძვისხის მთავარი ატრიბუტი სათამაშოებია. ის უამრავი ფორმისა და სახისაა და ყველა ოჯახში მრავალი წლის განმავლობაში ინახება. მათ შორის ვხვდებით ერთგვარ რელიქვიებსაც, რომლებსაც თაობიდან თაობებში დიდი რუდუნებით გადავცემთ და განსაკუთრებული სიფრთხილითაც ვინახავთ. არ ვიცი ბებია-ბაბუების დატოვებულ ამ რელიქვიებს რა ფასს დაადებთ, მაგრამ წინა კვირას ინგლისში, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნაძვისხის სათამაშო შეიქმნა. მისი ავტორია იუველირი ჰემფშირის საგრაფოდან, ვინმე მარკ ჰესეი.

ამ სათამაშოს ფასი არც მეტი არც ნაკლები 130 ათასი დოლარია. ის წარმოადგენს 1.5 ათასი ბრილიანტით მოჭედილ 18-კარატიანი თეთრი ოქროს ბურთს, რომელსაც გარს აკრავს 188 ლალის თვლით შემკული ორი რგოლი.

„საახალწლო საჩუქარი“ გამოფენილია ლონდონის ერთ-ერთ უნივერმაღში. თუ მის მოპარვას შეეცდებით არ გირჩევთ, რადგან ის მოთავსებულია შუშის სქელი ფენით დაფარულ თუნუქის კოლოფში, რომელზეც დამაგრებულია სიგნალიზაცია. მისი ამოქმედების შემთხვევაში მაღაზია კვამლით იფარება და ბრიტანული სკოტლანდ-იარდის თანამშრომლებს თქვენი დაკავება არ გაუჭირდებათ.

ზემოთ ნაძვისხის სათამაშოები ვახსენე და ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა. რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვისხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა. კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს. უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა თავის დროზე მამამისს შეენახა.

ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ კალდერონის მამა გენერალ პინოჩეტის რეჟიმს ებრძოდა და იარაღსაც ნაძვისხის სათამაშოების გვერდით ინახავდა, თქვენი წინაპრებიც ასევე შესაძლოა ბოლშევიკური წყობის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და თუ იარაღიც ექნებოდათ, შესაძლოა რომ ჩილელის მშობლის ანალოგიურად მოქცეულიყვნენ.

გაცნობებთ, რომ ბრიტანეთში საახალწლო ნაძვისხის მორთულობის ახალი ტენდენცია წამოვიდა. “ნისლიანი ალბიონის” მცხოვრებლები შეძენილ ნაძვისხეებს თავდაყირა დგამენ და ისე რთავენ.

ახალი წლის მთავარი მომქმედი გმირი მაინც თოვლის ბაბუაა, რომელიც დეკემბრის თვეში გვეცხადება და ჩვენთვის უამრავი საჩუქარი მოაქვს. ეს უკანასკნელი ადამიანური ფანტაზიის ის ნაყოფია, რომლის არსებობისა ყველას გვჯერა და რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის მომავლის იმედისა და ყველა ჩაფიქრებული სურვილების აღსრულების მტკიცე გარანტია.

არ ვიცი ქართველი თოვლის ბაბუა რამდენი წლისაა, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ბოლო წლებში ჩვენს რეალობაში მყარად დაფუძნებული სანტა კლაუსი 1651 წლის გახლავთ.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა,რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი.

ამ ქვეყნად მრავალი შეუგნებელი ადამიანი ცხოვრობს და მათთვის წმინდა არაფერი არ არსებობს. ამ კატეგორიის ხალხის რისხვას ვერც საყოველთაო სიყვარულის მქონე სანტა კლაუსი და მისი დაქალი ფიფქია გადაურჩნენ. ეს სამწუხარო ამბავი რამდენიმე დღის წინ ლონდონში დაფიქსირდა. ამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში, გასართობად მოსულებმა სანტა კლაუსი, სამი ფერია და ორი მცველი სცემეს. მათ ვერც ფიფქია გადაურჩათ.

ჩხუბის მიზეზი მრავალგვარი იყო. პარკში შესასვლელი ბილეთი 30 გირვანქა ღირდა და ატრაქციონების ნახევარი არ მუშაობდა. სიმართლე ითქვას და მთავარი პროვოკატორი სანტა კლაუსი აღმოჩნდა. ის უარს ამბობდა ბავშვების მუხლებზე დასმაზე და 10 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებისათვის.

ახალი წელი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„ხელწერილი“

10:15; 1 მარტი, 2026
ზაფრანი

„მოდის, მოდის გენიალური სესილია…“

09:30; 1 მარტი, 2026
ზაფრანი

რა კურიოზი გადახდა თავს ანსამბლ “ფაზისს”

09:13; 1 მარტი, 2026
ზაფრანი

ნივთები, რომელიც არ უნდა გააჩეროთ სახლში

10:01; 27 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ყველაზე შრომისუნარიანი და მუშა ზოდიაქოს ნიშნები

09:58; 27 თებერვალი, 2026

„ორიგინალური საახალწლო პატარძალი“

უცნაური საახალწლო „ტრადიცია“

ყველა სიახლე

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო