უნგრეთის ულტრამემარჯვენე ლიდერმა განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის დიდი შვება იყო.
,,ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, სოროსის კაცი მიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა, მე ბევრს ვლოცულობდი მისი გამარჯვებისთვის”. – თქვა ორბანმა.
ორბანმა, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებამ მას დიდი შვება შეუქმნა.
„მე არა მხოლოდ მხარს ვუჭერდი ერდოღანს, არამედ ბევრს ვლოცულობდი. მას, რომ არ გაემარჯვა, ეს იქნებოდა ტრაგედია“. – განაცხადა უნგრეთის ლიდერმა.
უნგრეთის ულტრა მემარჯვენე ლიდერმა აღნიშნა: „ერდოღანის გამარჯვება სუფთა ჰაერივით გვჭირდებოდა“. რომ ერდოღანის გამარჯვება ჰაერივით ჭირდებოდა“.
ცნობისთვის, 29 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.