BBC- ის ინფორმაციით, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში, ლაურა დალმაიერი, პაკისტანში მთამსვლელობისას მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის გერმანელი ორშაბათს ყარაყორამის მთებში კლდიდან ქვების ცვენისას დაიკარგა.
„ის დაკარგულია. ჩვენ ვეძებთ. არავინ იცის, სად არის“, – განაცხადა პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა ფაიზულაჰ ფარაკმა.
სამაშველო მისიაში გერმანიისა და შეერთებული შტატების ექსპერტი მთამსვლელების ორი ჯგუფი მონაწილეობს, ხოლო სამძებრო სამუშაოებში პაკისტანის არმიაც თანამშრომლობს.
სამშაბათს, არასასურველი ამინდის პირობების გამო, ვერტმფრენის სამაშველო მისია შეწყდა.
ავარია ორშაბათს, ლაილას მწვერვალზე, დაახლოებით 5700 მეტრის სიმაღლეზე მოხდა.





























































