ბათუმში, ზღვაში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეჯახების შედეგად კატერზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩაცვივდნენ და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.


































































