ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მორიგი ცვლილების გახორციელებას. ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შედეგად ორი ცალკე სამსახური შეიქმნა და ზემონახსენებ ა(ა)იპ-ის ცალკე სუბიექტად გამოეყო ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება.
მერიის საფინანსო სამსახურის განმარტებით, რეორგანიზაციის შემდეგ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი მიმდინარე წელს 477 233 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო ხელოვნების სკოლებისა და მისი ადმინისტრაციის დაფინანსებას 198 600 ლარი მოხმარდება.