ხაშურის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 40 წლამდე ქალი მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და საკეისრო კვეთის დროს დაიღუპა. კლინიკაში გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.