სამხრეთ კორეაში ყოველწლიური კონკურსი „Space-ou“t ჩატარდა, რომლის მონაწილეებიც ქალაქებისგან შორს, ტყეში ისვენებენ, პრიზებს კი ყველაზე სტაბილური პულსისთვის იღებენ.
კონკურსი 2014 წლიდან ტარდება. მონაწილეები 90 წუთის განმავლობაში არაფერს აკეთებენ და მოდუნებას ცდილობენ. ათობით კონკურსანტს მაყურებლები და ჟიურის წევრები აკვირდებიან.
წლევანდელი კონკურსის პირველ ადგილზე სილამაზის სალონის 34 წლის მენეჯერი გავიდა, მეორე ადგილი რადიო წამყვანმა მიიღო.
კონკურსის მიზანია შრომისმოყვარე ადამიანებისთვის მოდუნებისა და დასვენების შესაძლებლობის მიცემაა, თანაც ისე, რომ მათ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ გაუჩნდეთ. ორგანიზატორებს კონკურსის ჩასატარებლად სხვადასხვა ქვეყანაშიც ეპატიჟებიან. მსგავსი შეჯიბრები უკვე ჩატარდა პეკინსა და როტერდამში.
ავტორი