კალიფორნიელი ჯიმ კარმაიკლი 20 წელი აგროვებდა ღვინის ბოთლის საცობებს.
ერთ დღეს მეუღლემ განუცხადა, – შენი კოლექცია სახლში აღარ ეტევაო. ჯიმს მისი გადაყრა დაენანა და საცობებისგან ნატურალური ზომის ჟირაფის ქანდაკების გაკეთება განიზრახა…
მაგრამ 6 მ სიმაღლის ჟირაფის ასაგებად 12 000 ცალი საცობი არ ეყო და ჯიმიც 4 მ-იან მარტორქას დასჯერდა, თუმცა 3 წელიწადს მოუნდა ჟირაფის მარტორქად “გადაფორმატებას”. ახლა კი თავისი მარტორქით ძალიან ამაყობს.