ცოტა ხნის წინ, მასაჩუსესტის ინსტიტუტის ორმა 32 წლის სტუდენტმა, ჯეი სილვერმა და ერიკ როსენმაუმმა მუსიკალური საოცრება გამოიგონეს. მათ შექმნეს სისტემა, რომლის საშუალებითაც ბანანი პიანინოდ აქციეს.
მათ ბანანი შეუერთეს კომპიუტერის კლავიატურას და ხილი მუსიკალურ ინსტრუმენტად გადააკეთეს, რომელზეც ისევე შეიძლება დაკვრა, როგორც პიანინოზე.
მათი აღმოჩენის ობიექტი მხოლოდ ბანანი არ არის. ისინი ამტკიცებენ, რომ ამისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ხილის, ან თუნდაც ცხოველის გამოყენება. ექსპერიმენტისთვის მათ გამოიყენეს ასევე წყალი, კიბე და ბევრი სხვა რამ.
ორი მეცნიერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ შეხედონ მსოფლიოს, როგორც სამშენებლო მასალის ნაკრებს და შემოქმედებითად აქციონ ყველაფერი. მათი თქმით, ამ სახის აღმოჩენები ხალხს უფრო შეაყვარებს მეცნიერებასა და ფიზიკას და უფრო მეტ ინტერესს გაუღვივებს მათ.
ისინი სხვაგვარად აღიქვამენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება.
ახალგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, რომ შემდეგში მათი ექსპერიმენტის ობიექტი კატა გახდება.
„კატებს აქვთ ძალიან მგრძნობიარე ფეხის ბალიშები, ყურები, ცხვირი და პირი, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩანაფიქრის განხორციელებაში”, – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა, ერიკ როსენმაუმმა.
ავტორი