ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში ორშაბათიდან სააღმზრდელო პროცესი წყდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, მარინა ცინცაძემ აცნობა.
„მერიასთან შეთანხმებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სააღმზრდელო პროცესი ბაღებში ეპიდსიტუაციის გამოსწორებამდე შევწყვიტოთ“,_ განაცხადა ცინცაძემ.