აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.
ისი თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავარი წინაპირობა ზუსტი და დროული ინფორმაციაა. აზიური ფაროსანას პოპულაციის შესახებ მონაცემების მოგროვება კი, დანელიას განცხადებით, თითოეული სოფლის დონეზე უნდა ხდებოდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებები, მუნიციპალიტეტები თუ რეგიონული სამმართველოები საჭიროებისამებრ ცვლიდნენ ინფორმაციებს და კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.