ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს კავშირი ოთახის განათებასა და საკვების მოხმარებას შორის.
არკანზასის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე, სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ სასადილო ოთახში ლურჯ განათებას ჩართავთ, ამით მოხმარებული საკვების რაოდენობასაც შეამცირებთ და წონაშიც დაიკლებთ.
აღმოჩნდა, რომ ლურჯი განათება საკვებ პროდუქტებს არაბუნებრივ ფერს აძლევს, რის გამოც მათ ნაკლებად მადისაღმძვრელად აღვიქვამთ. თუმცა საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად ვრცელდება ქალებზე. როგორც აღმოჩნდა, ქალებისთვის საკვების შეფასების მთავარი კრიტერიუმი სუნია. მამაკაცები კი დიდ ყურადღებას აქცევენ საკვების ლურჯ შეფერილობას და ეჭვქვეშ აყენებენ მის უსაფრთხოებას.
ლურჯი შუქის ეფექტი გამოცდილი იქნა 112 ადამიანზე. ექსპერიმენტის მონაწილეები მოიხმარდნენ ერთსა და იმავე პროდუქტს, მაგრამ სხვადასხვა ფერის განათების ქვეშ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ლურჯი განათების პირობებში ნაკლებ საკვებს იღებდნენ, მაგრამ დანაყრების გრძნობა იგივე იყო, რაც ჩვეულებრივი განათების დროს.