https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოთხი პარტია უნდა აიკრძალოს” _  როგორ აფასებენ კობახიძის განცხადებას  ოპოზიციონერები გურიაში

10:02; 10.06.2025
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, “ლელო“, “ნაციონალური მოძრაობა“, “ახალი“, “გახარია საქართველოსთვის” არაკონსტიტუციურ პარტიებად უნდა გამოცხადდეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შესაბამისი განცხადება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს _ პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში; ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული.

ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება.

მედიასთან დაკავშირებით, ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი, რა ვითარება იყო.

ომი დაიწყეს და 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს.

უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი, რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე.

დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში.

 კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვფიქრობთ, რომ ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული იმისთვის, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ “ნაცმოძრაობასთან” მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე _  ეს არის “ნაცმოძრაობა“, “ახალი“, რა განსხვავებაა “ახალსა” და “ნაცმოძრაობას” შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. რაც შეეხება “ლელოს” _ ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა.

რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვების შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს? პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით? არც აშშ–სთან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით _ უპირისპირდებიან ამ ყველაფერს.

 ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტალში 9 პროცენტზე მეტი _ ეს ხელის გულზე დევს.

 პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ახალი”  და “ნაციონალური მოძრაობა” ორად გაყოფილი ერთი პარტიაა, აბსურდულს უწოდებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა:

_ ერთ პარტიას აქვს ერთი ლოგო და ერთი ნომერი. კობახიძეს ერთ ქვაბში ჩაყრა და მოხარშვა სურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ნომერი, ჩვენი ლოგო. კი, წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ 4 ნომერში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან ნაციონალურ მოძრაობაში. ამაზე კობახიძის ნათქვამი აბსურდულია, _ გვეუბნება კახა ასკურავა.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, კახა ასკურავას შეფასებით, “ხელისუფლება ოპონენტებისგან ველის მოსუფთავებას ცდილობს, რაც არ გამოუვა”:

_ ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული. მუშაობენ პირდაპირ იმაზე, რომ ველი მოისუფთავონ, ყველა ოპონენტი გაანადგურონ. ემუქრებიან მედიასაც, რაც მოხდა “ფორმულასთან“, “მთავარ არხთან“, “ტვ პირველთან” დაკავშირებით. ჩვეულებრივი მცდელობაა, რომ პოლიტიკური პარტიებისგან, რომელიც არ მოსწონთ და კრიტიკული მედიისგან,  გაათავისუფლონ ქვეყანა და დაამყარონ საქართველოში რუსული ჰიბრიდული ტოტალიტარული სახელმწიფო, რაც არ გამოუვათ. იმ ეგრეთ წოდებული კომისიის მუშაობაც აქეთკენ არის მიმართული, რომ მომხდარიყო პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, _ ამბობს კახა ასკურავა.

“ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელი მზადდება, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის სრულად დაშლას. ეს პირდაპირი შეტევაა მრავალპარტიულობაზე და მცდელობაა, კრიტიკული აზრი სისხლის სამართლის ჩარჩოში მოაქციონ“, _ ასე პასუხობს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე “გურია ნიუსის”  კითხვას _ როგორ აფასებთ კობახიძის განცხადებას ოთხი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის მზადებაზე?

ბაჩო ახალაძის განცხადებით, “ხელისუფლება წყვეტს სამართლებრივი სახელმწიფოს გზით სვლას და შურისძიებაზე გადადის”:

“კონსტიტუციის სახელით პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ არის არც სამართლებრივი და არც მორალური მოქმედება – ეს არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ქმედება, რომელსაც არ აქვს არაფერი საერთო არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიის იდეალებთან.

ხელისუფლება აშკარად წყვეტს სამართლებრივი სახელმწიფოს გზით სვლას და გადადის შურისძიებაზე, რაც ყოვლად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას“, _ აცხადებს ბაჩო ახალაძე.

ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება ვთხოვეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარეს,  გოგი ბოლქვაძეს:

“ბატონი კობახიძის განცხადება და ოთხი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა, სამწუხაროდ, ასახავს ხელისუფლების შიშს განსხვავებული აზრისა და თანამშრომლობის წინაშე“, _ გვპასუხობს გოგი ბოლქვაძე.

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლანჩხუთელი ლიდერი გოჩა ჯანაშია ირაკლი კობახიძის განცხადებას “თითიდან გამოწოვილი თამაშის ნაწილს” უწოდებს.

“კობახიძის და საერთოდ ხელისუფლების მიზნებზე რა უნდა გითხრათ, როცა სურთ, რომ გაწმინდონ პოლიტიკური ველი და დარჩნენ მარტო პრორუსულ ამომრჩეველთან? აქედან გამომდინარე, საფრთხეს ხედავენ იმ პროდასავლურ ძალებში, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენს ქვეყანაში და მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” გავსებულია ძველი “ნაცებით“, მაშინ როდესაც მართავენ სტრუქტურებს ის ადამიანები, ვინც მაშინ მართავდა, ცოტა სასაცილოა ასეთი საუბარი.

თუ გადავხედავთ ვინ არის “ლელოში” და ვინ არის “ქართულ ოცნებაში“, წარმოუდგენელია ასეთი რამ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დრის ჩადენილი დანაშაულების გამო ლეგიტიმაცია შეუჩერდეს თუნდაც “ლელოს” ან რომელიმე სხვა პარტიას. ნებისმიერ პარტიას მისი ამომრჩეველი აძლევს ლეგიტიმაციას. თითიდან გამოწოვილი თამაშის ნაწილი მგონია“, _ ამბობს გოჩა ჯანაშია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საუბარი “ოცნებამ” ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5 მარტი, 2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

ვის აუკრძალა ზიარება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ ეპისკოპოსის სავარაუდო მკვლელობის მცდელობისთვის

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო