ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ბახტაძის განცხადებით, სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. პრემიერის თქმით, სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას და შესაძლებელია ეს სია გაიზარდოს.
„1 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშუალთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს”, _ განაცხადა პრემიერმა.