“ეგვიპტეში ზვიგენმა რუსი ტურისტი შეჭამა. როგორც ამბობენ, – შვილის თუ მამამისის თვალწინ, რა მნიშვნელობა აქვს…
მე, – ადამიანს, ვისაც 20 წლის ასაკში რუსები დამიზნებით მესროდნენ, წამართვეს ყველაფერი, ახალგაზრდობა, იმედი, მომავალი, – მზარავს ეს ამბავი…
და თქვენ, – ოცდამეერთე საუკუნის გველებო და იმათო წიწილებო, – რა ამისთანა შხამით გამოგზარდეს, რომ სიხარულით აღარ ხართ, ქილიკობთ და ღლიცინებთ.
წადით, კვალიფიციურ ექიმს ეჩვენეთ და რა დიაგნოზსაც დაგისვამთ, – აქ დადეთ, საქვეყნოდ.
და თქვენ ხართ მართლები და მე რუსეთუმე, არა?!
აი, იქით რუსებიც დედაც მ#&#ნ და აქეთ თქვენიც, თქვე სამარცხვინო არაადამიანებო!” _ ასე ეხმაურება ჟურმალისტი გრინ ბარეტი გავრცელებულ ინფორმაციაზე _ ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა, სოციალურ ქსელში გამოხმაურებებს.
ინფორმაციისთვის, ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა. მედიის ცნობით, ზვიგენისგან თავის დაღწევა დაღუპულის შეყვარებულმა მოახერხა.
მედიის ცნობით, რუსი ტურისტი 23 წლის იყო და ეგვიპტეში დიდი ხნით დარჩენას გეგმავდა. როგორც რუსული საინფორმაციო გამოცემა წერს, მისი სახელი ვლადიმირ პოპოვია, იგი რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად ხურგადაში საცხოვრებლად გადავიდა.