„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას.
„საკონსტიტუციო სასამართლოში შევა წარდგინება. საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა. დასკვნის დადება, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქმე არის ცხადი და მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება თავად კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კოორდინაცია მიმართულია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.