“ქართული ოცნების” წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ, _ ამის შესახებ დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტებს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია.
მისი თქმით, “ოცნების” წევრები ამ ტეველევიზებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ “უზნეო კამპანია” იქნება.
“ბოიკოტზე არ მოვდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათ შორის სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენტების დაწერით და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდის დაწერით, მანამდე კომენტარს არ გაძლევთ[…] მანამ, სანამ არის უზნეო კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სიკდვილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით, მანამდე კომენტარს არ ვაძლევთ”, – განუცხადა ჟურნალისტევბს შალვა პაპუაშვილმა.