ნესტორ რამიშვილი, რომელიც გუბერნიის თანამშრომელია და რომლის მეუღლე “ქართული ოცნების” დეპუტატია ოზურგეთის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
რამიშვილმა, რომელიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუშინ “ნაციონალებთან” მივიდა და “ოცნების” დეპუტატების ცემა შესთავაზა, ყველაფერი უარყო და აღნიშნა, რომ პროვოკაცია მას მოუწყვეს და ამაში ბრალი “გურია ნიუსის” ჟურნალისტს დასდო _ რამიშვილის თქმით, ჟურნალისტმა ნიკა მელიას უთხრა, რომ ის გუბერნიის თანამშრომელი იყო, არადა, ჟურნალისტმა პირადად კითხა რამიშვილს, რა უნდოდა მას “ნაციონალების” აქციაზე.