„ქართული ოცნების“ მთავრობამ გააუქმა ინგლისურენოვანი სამთავრობო სააგენტო agenda.ge, რომელიც 2013 წლიდან ინგლისურ ენაზე ავრცელებდა ინფორმაციას მეტწილად საქართველოს მთავრობის აქტივობების შესახებ.
ამასთან, გაათავისუფლეს საინფორმაციო საიტზე – სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში – მომუშავე ათივე ადამიანი.
რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში 3 მარტს განუცხადეს, რომ საინფორმაციო სააგენტო გაუქმდა „რეორგანიზაციის ფარგლებში“ და დაუდასტურეს ინფორმაცია ათივე დასაქმებულისათვის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.
ვრცლად: რადიო თავისუფლება