„მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რომ ჩვენ მისთვის დაგვეჭირა მხარი და ამ შემთხვევაში უმრავლესობა შეჯერდა,“ _ ასე შეაფასა გასული წლის ივლისში საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად გია იაკობაშვილის არჩევის თაობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.
გამოცემა დაინტერესდა იცნობდა თუ არა მდინარაძემ იაკობაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გაკეთებულ შეფასებებს, ასევე სოციალურ ქსელში მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.
„არავის დახასიათებაში მსგავსი რამ არ გახმოვანებულა. ჩვენ ასეთ საკითხებში ძალიან პრინციპული ვართ. ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებში ირიცხება, აუცილებლად უნდა იცავდეს იმ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხიდან გამომდინარეობს. არანაირი მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არასდროს არ მოსულა“, – ამბობდა მდინარაძე რამდენიმე თვის წინ.
ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობს იაკობაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე ‘ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერი, თუმცა, მამუკა მდინარაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხა _ მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ პროფესიონალად შერაცხული და გამოცდილი იაკობაშვილი ადამიანებზე თავდასხმებს აგრძელებს და დღეს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებსაც გადაწვდა.
რამდენად პრინციპულია „ქართული ოცნება“, რომლის ფრაქციის თავმჯდომარე საზმაუს ბორდის წევრის მხრიდან სტანდარტების დაცვაზე განცხადებებს ივლისში აკეთებდა ახლა გამოჩნდება _ რეგიონულმა მედიამ პარლამენტს რეაგირებისთვის უკვე მიმართა.
თუმცა, მდინარაძის მსგავსად, „ოცნების“ დეპუტატები ამ თემაზე ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარებს.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია.
ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.
ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, “კაი ჩიტს დაიჭერენ”.
ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი – მწერლები და ქეთათო-სტეფანე – მომღერლები.
დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ.
და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.
თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ.
ეს არის და ეს.” _ წერს იაკობაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარები იაკობაშვილისგანაც მიგვეღო, თუმცა ის “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იაკობაშვილმა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას არც სოციალურ ქსელში უპასუხა.
ამავე თემაზე: გალუმაშვილი: “იაკობაშვილთან ერთად პარლამენტს კიდევ რამდენიმე კანდიდატურა წარვუდგინეთ”
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს პარლამენტმა თავისი შეცდომა და მოაშოროს ეს ადამიანი”
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარლამენტს და GPB -ს საბჭოს მიმართავს
საზმაუს ბორდის წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე: “შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას