უმაღლესი სასწავლებლის მილენიუმის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანანო ჩაგუნავამ.
კონკურსი უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
უნივერსიტეტის სპეციალურმა ჟიურიმ „საქართველო და ნატო – გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.
კონკურსის გამარჯვებული ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანანო ჩაგუნავა გახდა, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი და სერტიფიკატი გადაეცა.