5 -7 ოქტომბერს, თბილისში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში. რომელშიც წარმატებით იასპარეზა ოზურგეთელმა ლაშა ჭეფხოძემ.
ლაშამ ფინალურ ორთაბრძოლაში უზბეკეთის ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ჩემპიონატში არაერთი ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენი მონაწილეობდა.
სპეციალისტთა შეფასებით, ჭეფხოძემ ტურნირზე საუკეთესოდ იასპარეზა და შედეგიც შესაბამისი დადო.