ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძე (63 კგ) სტამბოლში მიმდინარე “ვები ემრეს” საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა, ნუგზარ წურწუმია (55 კგ), მათე სოფაძე და გიორგი მელია (ორივე – 97 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ფინალური შეხვედრები დღეს 18:30 საათიდან დაიწყება, დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 60-67-77-87-130 კგ კატეგორიის ფალავნები გამართავენ.