ოზურგეთელ მეეზოვე, ნატაშა მიხაილოვა მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა.
_ როგორც ყოველთვის, დილაადრიან გამოვედი დასასუფთავებლად. მატარებლის სადგურის სიახლოვეს ვიყავი. ძაღლი მოულოდნელად მეცა ფეხში. მუხლს ქვემოთ მაქვს ნაკბენი. კეთილი ადამიანების წყალობით, მალე წამიყვანეს შრატის გასაკეთებლად. ახლა, მეორე დღესვე გამოვედი სამუშაოდ, კი დავდივარ კოჭლობით,_ გვითხრა ქალბატონმა ნატაშამ.
კითხვაზე, რა მოხდა, რამ გააღიზიანა ძაღლი, გვიპასუხა:
_ მე რომ არ გამიღიზიანებია, ეს ვიცი. სულ არ დამინახავს, საიდან და რატომ მეცა. შესაძლოა, ნაგვის ურნას რომ მივაგორებდი, ამიტომ გამომიდგა. ხომ ჩადიან ხოლმე ურნებში. ავსებულია ოზურგეთის ქუჩები ძაღლებით. მე არც ადამიანს ვაბრაზებ და არც ძაღლეს… რა ვიცი, _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის უფროსმა, თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ დღეს ამ ძაღლს კარანტინში გადაიყვანენ.
_ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ძაღლებს უტარდება აცრები და მერე, წესისამებრ, ვაბრუნებთ ადგილებზე. ძაღლი, რომელმაც მეეზოვეს უკბინა, ნამდვილად არ არის აუცრელი, თუმცა მომენტში რაღაცამ გააღიზიანა, ეტყობა. დღეს გადაგვყავს მაინც კარანტინში, რომ დაზღვეული ვიყოთ, _გვითხრა მან.