ოზურგეთის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელმა, სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა საბა მამალაძემ საქართველოს ჩემპიონატში ჭაბუკთა შორის 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ გამარჯვებულს სპეციალური დიპლომი და თასი გადასცა.