დამთავრდა, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელშიც ასაკის მიხედვით, საქართველოს ექვს წარმომადგენელთან ერთად, ოზურგეთელი 8 წლის, ლაზარე ჩხარტიშვილი ასპარეზობდა. იგი, 70 ქვეყნის 90 თანატოლთა შორის, 11 ტურში 6,5ქულით(!) საუკეთესო ოცეულში შევიდა.
ლაზარემ 65-ზე მეტი თანატოლი მოიტოვა უკან, მათ შორის, მასზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე 20 ქვეყნის ჩემპიონები..
მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ მან ამ დიდ ფორუმში +182-ით გაამჯობესა თავისი რეტინგი, რითაც ბევრ 10 და 12წლის ასაკის მოჭადრაკეებსაც გაუსწრო. ზოგადად საქართველოს წარმომადგენელთა შედეგები წარმატებულად უნდა ჩაითვალოს , რამდენადაც საშუალოდ მათ ქულათა 60% აიღეს. კერძოდ 8 წლამდე გოგონებში სარა სალთხუციშვილმა-7,5 (R +83), ნიკა წულაია(10წ)-5,5 (R +28,4), ლუკა ქუნთელია(12წ.)-7,0 (R +160), ბარბარე აშოთია (12წ.)-7,0 (R 7).
წელს ლაზარეს ძალზე დატვირთული, მაგრამ წარმატებული სპორტული სეზონი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია. მას ალბათ დიდი ამბიციები ექნება წარმატებას მიაღწიოს ნოემბერ- დეკემბერში გაეგმილ ოზურგეთის მუნიციპალურ და გურიის რეგიონალურ ჩემპიონატებში.
წარმატებას ვუსურვებთ მას.
ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.