ოზურგეთელი ახალგაზრდა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, ამირან ბაქანიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ 31 წლის გიორგი ბაქანიძის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
ცნობისთვის, გიორგი ბაქანიძე თბილისში ნატანებიდან იყო ჩამოსული და ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა. გუშინ დილას კი სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
” გიოოოო.. ჩემო გიოოოო.. ჩემო ძმაო, ჩემო შვილო, ჩემი ძამიკოს ობლად გაზრდილო ანგელოზოოო… არც ვიცი რა ვთქვა. რა გავაკეთო. რა ვუთხრა დედაშენს… ვის რა ვუთხრა… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”,_ წერს ამირან ბაქანიძე.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ავტორი