„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელის წევრი, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ანა მექვაბიშილი გახდა. ის ამ პროექტის ფარგლებში ბრიუსელში მალე წავა. ანა მექვაბიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია (ფაკულტეტი – საერთაშორისო ურთიერთობები).
“ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი იყო ეს ჩვენი სკოლისთვის. კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული და ახლა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტი გახდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მოვალეობა არის თავისი ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინონ. მსოფლიოს მრავალ ქვეყნებიდან ხდება წარმატებული ახალგაზრდების შერჩევა და შემდეგ მიმდინარეობას ტრენინგები, სესიები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები მათი მონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი უფრო მეტს იტყვის და ასახელებს საქართველოს”,- თქვა ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგომა, ირმა ჭეფხოძემ.
ავტორი