კორონავირუსმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები დედა-შვილის _ ვალენტინა ღლონტის და ირმა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა.
“ქალბატონi ვალენტინა დაახლოებით 50 წელი ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურaს სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში, მისი შვილი ირმა ჩხაიძე კი 30 წელია ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო. ის მათემატიკას ასწავლიდა.
ქალბატონმა ვალენტინამ შარშან მიიღო გადაწყვეტილება და აღარ არ ასწავლიდა სკოლაში. ირმა კი მოქმედი პედაგოგი იყო.
ორივე მათგანი შემიძლია გავიხსენო, როგორც ღირსეული და განათლებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმე ძლიერ უყვარდათ.
დავწუხრებული ვართ და ძალიან განვიცდით მთელი სკოლა მათ დაკარგვას. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილების ოჯახს.“ – თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ამირან თოიძემ.
[sexy_author_bio]