“ფლექსის“ პროგრამის ფარგლებში წელს ამერიკაში ოზურგეთელი ელენე მარგალიტაძე გაემგზავრება.
ელენე ოზურგეთის წმ.ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეა.
ის “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ “ფლექსის“ პროგრამაში გამარჯვება მისი პირველი დიდი წარმატებაა.
“თავიდან, არ მქონდა მოლოდინი, რომ ფინალში გადავიდოდი. საბოლოო იმედი მაშინ გამიჩნდა, როდესაც ნახევარფინალში გადავედი,“ – გვითხრა ელენე მარგალიტაძემ.
მისი თქმით, ამერიკაში დაახლოებით 9 თვე ისწავლის.
“ვიცხოვრებ ამერიკულ ოჯახში, ასევე ვივლი ამერიკულ სკოლაში და ამავდროულად მოხალისეობრივ საქმეში უნდა ჩავერთო,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ელენემ. ინფორმაციისთვის, “ფლექსის“ პროგრამის ფარგლებში გურიიდან ოთხი ახალგაზრდა მიდის, ესენია: როლანდ კიკვაძე, ნანა მეგრელიძე, ეკატერინე ტოტოჩავა და ელენე მარგალიტაძე.