10 – 12 ივნისს ზესტაფონში ბ/ რ ჭიდაობაში, უნცროს ჭაბუკებს შორის ზაზა ედიბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მესამე რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
ჯამში მათ 19 მედალის მოპოვება შეძლეს, მათ შორის 6 ოქროს მედალია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით,
I ადგილზე გავიდნენ: რომანოზ თოიძე 32 კგ, გეგა გირკილიძე 35კგ, გიორგი ჩხიკვაძე 38კგ, ნიკა კილაძე 41კგ, გაბრიელ თავბერიძე 44 კგ, მამუკა ცინცაძე 85 კგ.
II ადგილი დაიკავეს: ლუკა თოხაძე 32კგ, ბექა თოდრაძე 38კგ, ალექსანდრე კალანდაძე 41კგ, ლუკა კორძაძე 44 კგ, ნიკა ჯაში 48კგ, ერეკლე მაჭარაშვილი 52 კგ, საბა ვაშალომიძე 62კგ.
III ადგილის კი მოიპოვეს: კი ნიკა თოხაძე 32კგ, ერეკლე ფედეაი 41 კგ, მალხაზ კეკელიძე 44 კგ, გიორგი მდინარაძე 48კგ, სადრო აბრალავა 75 კგ, საბა ჩხეიძე 85 კგ.