18 – 20 მარტს ქ.თბილისში მძლეოსნობის სასახლემ , დახურულ დარბაზში მძლეოსნობაში ( 2006 – 2007 – 2008 ) წლამდელთა შორის საქართველოს ახალგაზრდულ პირად ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებაა.
შეჯიბრზე ოზურგეთის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და შინ ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო წამოიღო.
ოქრო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ბირთვის კვრაში ქეთევან მამალაძემ მოიპოვა.
მეორე საპრიზო ადგილზე სამხტომში მერაბ მახარაძე გავიდა.
ხოლო ბრინჯაოს მედალს ბირთვის კვრაში ელენე ჩავლეშვილი დაეუფლა.
ასევე წარმატებით იასპარეზეს და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ სოფია კოტრიკაძე ( ბირთვის კვრა) ირაკლი მექვაბიშვილი ( სამხტომი )
კონკურსსგარეშე გამოდიოდნენ და თავიანთი შედეგები გააუმჯობესეს გიორგი მელივამ და ქეთევან თევზაძემ ( 200მ რბენაში)
უამინდობის გამო გრძელი ტყორცნები, რომელშიც ასევე საპრიზო ადგილებს ველოდით ქეთევან მამალაძისა და ლუკა ჯაფარიძისგან გადაიდო. ასპარეზობა ერთ კვირაში ჩატარდება.