ოზურგეთელი წარმატებული სტუდენტები, რომლებიც 100%-იანი გრანტის მფლობელები გახდნენ, 3000-3000 ლარით დაჯილდევდებიან. ეს ინიციატივა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის და 2015 წლიდან მოქმედებს.
„წელსაც დაჯილდოვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც 100%-ანი გრანტის მფლობელები გახდნენ. სტუდენტები დაჯილდოვდებიან 3 000 ლარით, ხოლო აღმზრდელ სკოლას1 000 ლარი გადაეცემა.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა 2015 წლიდან მოქმედებს და ნამდვილად არის სტიმული, წახალისება ჩვენი ახალგაზრდების“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
[sexy_author_bio]