13, 14, 15 მაისს, მესტიაში ლერი ნაკანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ( 2009 – 10 წლებში დაბადებულთა შორის).
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა, ძირითადად დებიუტანტებმა მიიღეს და კარგი შედეგი აჩვენეს.
დებიუტანტმა ლუკა ბუცხრიკიძემ მძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზა და მეორე ადგილს დაეუფლა. ასევე დებიუტანტი ერეკლე ცეცხლაძე ( 66 კგ) შეჯიბრზე დამაჯერებლად გამოვიდა და მეორე ადგილი აიღო.
ასპარეზობიდან ბრინჯაოს წამოღება გიორგი ბუკავაძემ ( 55 კგ) გიორგი ხუციშვილმა ( 55 კგ) და ლევან ვაჩეიშვილმა ( 73კგ,) შეძლეს.
ოზურგეთის გუნდი შეჯიბრისთვის დიტო ტუღუშმა, დავით ჩიკაშუამ და გოჩა ბურჭულაძემ მოამზადეს.
ავტორი