თბილისში მკლავჭიდში საქართველოს პირველობა გაიმართა. იგი შესარჩევი ჩემპიონატი იყო ევროპაზე საგზურის მოსაპოვებლად, რომელიც მოლდოვაში 9 – 12 ივნისს გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა ევროპაზე ასპარეზობის საგზური მოიპოვეს და საქართველოს პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს!
ოზურგეთის სახელით , მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან:
საბა ეზიეშვილი 60 კგ. ( მარცხენა მკლავი);
დაჩი ჩხაიძე 60 კგ ( მარცხენა მკლავი);
ანრი სურმანიძე 85 კგ ( მარცხენა მკლავი);
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურა ბურჭულაძე.