დღეს, 8 მარტს თბილისში კიკბოქსინგში ტურნირი – , ღია რინგი “, სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. შეჯიბრი როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსინგის ურეკის სექციის სპორტსმენებმა. შინ 7 სპორტსმენი – 7 ოქროს მედლით დაბრუნდა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულება იუწყება, ოქროს მედლები მოიპოვეს:
ჯაბა ლომთაძე – 2016 წ – 25კგ, ილია აჩელაშვილი – 2017 წ – 25კგ, ლუკა ოინაროვი – 2011 წ – 70კგ, გოგიტა სურმანიძე – 2010 წ – 48კგ, გიორგი გურგენიძე – 2013წ – 50კგ,
ნიკა ჩხიკვაძე – 2014 წ – 40კგ, საბა ვაშაყმაძე – 2011წ – 70 კგ.
მწვრთნელი გიორგი ბერიძე.



































































