დღეს , დილიდან, ოზურგეთის მაღაზიებსა და მარკეტებში შაქარი არაა. როგორც შესაბამის სავაჭრო ობიექტებში გვეუბნებიან, დღის განმავლობაში ელოდებიან და მიიღებენ.
გუშინ, დღის მეორე ნახევარში შაქარი უკვე არცერთ მაღაზიაში არ იყო. სუპერმარკეტ „მოდერნიში“ ცარიელ დახლებზე გამოკრულია წარწერა, რომ ერთ ადამიანზე მხოლოდ ორი კილოგრამი შაქარაი გაიცემა!
მაღაზიების ოპერატორები ბრაზობენ, ხალხი სამარცხვინოდ იქცევვა, შაქარი უცებ დაიტაცეს და აღარ დარჩაო.
კითხვაზე, იქცევა სამარცხვინოდ თუ არა იმ მარკეტის მეპატრონე თუ კონკრეტული გამყიდველი, ვინც ერთ კილოგრამ შაქარს ოთხ ლარად ყიდის, გვპასუხობენ, რომ ხალხმა დაიტაცა და იმიტომ გააძვირესო.
_შვილიშვილებისთვის ერთი კილოგრამი შაქარი ძლივს ვიშოვე,. ოთხი ლარი გადამხდევინეს, _ გვითხრა სამი მცირეწლოვანი ბავშვის ბაბუამ დიტო ხურციძემ.
დღეს, სავარაუდოდ, ოზურგეთში შაქარს შემოიტანენ, თუმცა ჯერ არავინ იცის, რამდენ ლარად გაყიდიან ერთ კილოგრამს.
_ნატეხი შაქარი გვაქვს, ასევე ლერწმის შაქარიც ყუთებშია დაფასოებული, – ამბობენ ზოგიერთ მარკეტში.
როგორც მარკეტში გვითხრეს, ნახევარი კილოგრამი ე.წ.შაქრის ლერწამის კენჭები, 500 გრამი 8,5 ლარი ღირს.
[sexy_author_bio]