„ ვიდრე მერისთვის განკუთვნილ ოფისში მივიდოდე, დღეს, დილის 7 საათზე ჩვენი ქალაქის რამდენიმე უბანი მოვიარე და მეეზოვეებს შევხვდი. აქ სიტყვები ზედმეტია – ყველა მიხვდება საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება! ერთად განვაახლოთ ოზურგეთი!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ. ოზურგეთის მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
(R)