ოზურგეთი- თბილისის მატარებლის ვაგონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს.





























































