ოზურგეთში 1-ლი საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მომხდარის გამო საბავშვო ბაღის 2 ჯგუფი იზოლაციაში გადავიდა.
როგორც ცნობილია, ვირუსი დაუდასტურდა ბაღის თანამშრომელს, რომელსაც შეხება ჰქონდა სხვადასხვა ჯგუფებთან.
“ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს ორი ჯგუფი გადაგვეყვანა იზოლაციაში. სხვა თანამშრომლები ივლიან გრაფიკით”,_ ამბობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.