ოზურგეთის ბაზარში, (შპს „სოფლის ნობათი“) ყველაზე დიდ სავაჭრო სივრცეში, სადაც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სექციებია, აღდგენის სამუშაოები დაიწყო.
აქ , თითქმის მთლიანად დაზიანებულია სახურავი, რომლის კონსტრუქციებს თავიდან აკეთებენ. ნაწილის გამაგრება ხდება. დამტვრეულებს კი ცვლიან უფრო გამძლე მეტალით.
_თუ ამინდები იქნება, შესაძლოა, ოც დღეში დავასრულოთ. თუ გაწვიმდა, რა თქმა უნდა, მეტი დრო დაგვჭირდება, _ თქვა გურია ნიუსთან“ შპს „სოფლის ნობათის “ დირექტორმა სოსო სიხარულიძემ.
ვიდრე აღდგენითი სამუშაოები სრულდება, აქ მოვაჭრეები აგრძელებენ მუშაობას.
_რა ვქნათ, დარი თუ იქნება, უნდა ვიმუშაოთ. პურის ფული ხომ გვინდა. თუ გაწვიმდა, რა თქმა უნდა, სამუშაოდ ვერ გამოვალთ, – გვითხრეს მათ.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის ბაზარი , რომელიც ქალაქში ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტია, დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა.
ავტორი