ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა.
“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას – არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია.
სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება.
ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს.
ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია “ალტ-ინფოსთვის” არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა.
(R)