ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის პირველ მოადგილედ გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა, _ ინფორმაცია ამის შესახებ “გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე მხოლოდ მერის პირველი მოადგილე წარუდგინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს.
გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. 2012 წლიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრია და სხვადასხვა პერიოდში საოლქო ორგანიზაციაში იკავებდა საპასუხისმგებლო პოზიციებს. ამჟამად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი და გურიის მხარეში პარტიის რეგიონალური კოორდინატორია. 2013-2017 წლებში იკავებდა გამგებლის მოადგილის პოზიციას, 2017 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი, “ქართული ოცნებიდან” ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.
[sexy_author_bio]