ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
„ოზურგეთში მოვინახულეთ ოჯახები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. თანამოქალაქეებზე ზრუნვა, მათ პრობლემებზე რეაგირება და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჩვენთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის, პარლამენტის წევრს და გურიის მაჟორიტარს ვასილ ჩიგოგიძესა და მის ბიუროს,“– განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)