ოზურგეთის მერიის ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელად ირაკლი გაბედავა დაინიშნა. ახალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, პირველ მოადგილესთან ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად წარუდგინა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.