30 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა.
დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხის ირგვლივ, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებას ეხებოდა, მუნციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოხდა.
_მუნიციპალიტეტის მერიამ მოამზადა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დღეს ამ საკითხს განსახილველად წარმოგიდგენთ. დღევანდელი ცვლილებით დაგეგმილია ბიუჯეტის ზრდა 4 მილიონ 845 737,09 ლარით. დაზუსტების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უპრეცედენტო რაოდენობით, 75 მილიონ 119, 27 ათასი ლარით განისაზღვრა, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
მან დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა ფაქტორზე (საკუთარი შემოსულობების ნაწილში, დღგ გადასახადის გადაჭარბებით შესრულებაზე, ადგილობრივი მოსაკრებლის თუ ბუნებრივი მოსაკრებლის ზრდაზე და სხვ.) რამაც ბიუჯეტის ზრდა განაპირობა.
ბიუჯეტის ცვლილებას საკრებულოს წევრმა ნაცმოძრაობის წარმომადგნლებმა არ დაუჭირეს მხარი და დარბაზი დატოვეს.
ავტორი